LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ერთად საკვების მიღებას! ისადილეთ მარტომ, ან საკმაო დისტანციის დაცვით – ექიმი დავით გადელია

850
davitgadeliacovid19-2020-08-04-09-30-03-882026

ექიმი დავით გადელია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს, სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთ მიმართვას ავრცელებს ხოლმე.

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს მიმართავს

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ექიმი ამჯერად, მისი რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგებს უზიარებს მოქალაქეებს და წერს, რომ „კოვიდ 19“-ის ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა საკვების ერთად მიღებას უკავშირდება.

“ამ სტატუსში მოყვანილი მოსაზრება არ ემყარება რაიმე კვლევებს და მხოლოდ ამ 6-7 თვის დაკვირვების და შემთხვევათა გაანალიზების ჩემეული შედეგია.

კოვიდ-19ის ავადმყოფიდან მეორე ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ერთად საკვების მიღებას! სუფრა იქნება ეს, თუ უბრალოდ ერთად სადილობა. ეს რაოდენობა ჩემი დაკვირვებით ძალიან ბევრად მეტია გადადების სხვა გზებზე. პრინციპში, საკვირველი არაფერია: ჭამის დროს პირბადე არ გვიკეთია და რაც მთავარია: ერთად სადილობის დროს, ლაპარაკისას, თვალით უხილავი ნაწილაკები ჩვენგან ხვდება მოსაუბრე – თანამეინახის სხეულში (კიდევ კარგი, რომ ძალიან გამადიდებელი ლუპით არ ვსადილობთ, თორემ პირს არ დავაკარებდით საჭმელს, სადაც ბევრი უხილავი ნაწილაკი ეცემა).

ამიტომ უნდა მოქცეთ რეკომენდაცია, რომლის შესრულება ჩემთვისაც ძალიან  მძიმეა! ისადილეთ შეძლებისდაგვარად მარტომ, ან საკმაო დისტანციის დაცვით (ალბათ 1მეტრი არ ეყოფა, მეტი უნდა იყოს). ქეიფებს, ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოერიდოთ (ამ ეტაპზე მაინც). სწორედ ჩვეულებრივი ერთობლივი სადილობისასაა ჩვენი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გადადებული კოვიდი.”- წერს დავით გადელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები