LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ეფექტი- ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი -5 თეთრით გაუფასურდა

320
thumb

დღევანდელი, ანუ 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, ჩვენი ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0703 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0554 ლარი შეადგინა.

როგორც იცით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ცნობისთვის, მიმდინარე გაუფასურებას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი კორონავირუსს და ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირებს. დღე ლარის გაუფასურების თემაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები