LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ანტირეკორდი: ინდოეთში ბოლო 24 საათში 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

167
Untitled design (2)

გასული დღე ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 24 საათში კოვიდ-19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ინფორმაციას  Al jazeera ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის ჯანდაცვის სექტორში ამბობენ, რომ საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები აღარ არის და ასევე არასაკმარისია ჟანგბადის  მარაგიც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 038 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიო კოვიდრუკაზე ინდოეთი მეორე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 14 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაცვლილია 173 152 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები, შესაბამისად, პროვინციების მთავრობებმა დააწესეს სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის აკრძალულია ღამით გადაადგილება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები