საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო შვიდი დღის – 6,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –418 398, ადამიანი, დღიურად აცრილია 13 884. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 185 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 763 პირი.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები