LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია – ეზუგბაიას განმარტება

121
Capture

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია და ამ ეტაპზე მათი კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, როგორც ინფექციონისტი აცხადებს, 6 ინფიცირებული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტს დადასტურებულად ინფიცირებულთა ჰქონდა კონტაქტი, ორი შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია.

შეგახსენებთ, 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 17-ით გაიზარდა.

პოპულალურები