LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

119
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები