LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას: ერთ-ერთი მაგალითია ბავშვებში გავრცელებული სინდრომი, რომელსაც ბოლომდე ვერ ხვდებიან რა არის – ცერცვაძე

1367
tengiz-tsertsvadze-w-h

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და ის გამოცდილება შეაჯამა, რაც ინფექციონისტებს covid 19-თან 3 თვიანი ბრძოლის შედეგად დაუგროვდათ.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსი ცნობილი ვირუსებისაგან ბევრად განსხვავებულია:

„ის გაცილებით უფრო მრავალმხრივ დაზიანებას იწვევს ორგანიზმში და ამით არის გაცილებით უფრო ცბიერი. თავიდან რომ გვეგონა, რომ COVID-19-ი მხოლოდ ორმხრივი პნევმონიაა და მეტი არაფერი, ასევე პაციენტის დამძიმება და ლეტალური შემთხვევები გამოწვეული იყო პნევმონიით და დისტრეს სინდრომით, ასე არ არის.

ჩვენი პრაქტიკითა და მსოფლიო გამოცდილებით, რაც დაახლოებით თანხვედრაშია, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი თავისებურება და სიურპრიზი. გარდა უშუალოდ სასუნთქი გზების დაზიანებისა, ხშირ შემთხვევაში ის იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის დაზინებას, რაც გამოიხატება შემდგომ თრომბოემბოლიზმში, მიკრო და მაკროტრომბოზებში. ძალიან ხშირია ტრომბოემოლიური გართულებები, მათ შორის ფილტვის არტერიისა და ინსულტები.

ეს ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქი სისტემას, ის ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას, სისხლძარღვების ანთებას და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბავშვებში გავრცელებული სინდრომი, ბოლომდე ვერ ხვდებიან რა არის, მაგრამ ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები