LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ტურიზმის ჭრილში საქართველოსაც აზარალებს – ეკონომიკის ექსპერტი

402
100-Cypriots-in-China-are-safe-from-the-corona-virus

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია გლობალურ ავიაციაზე კორონავირუსის ზეგავლენაზე საუბრობს და საკითხზე ვრცელ კომენტარს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სანამ კორონავირუსთან ბრძოლა გარდამტეხ ეტაპამდე არ მისულა და მისი დამარცხების რეალური ნიშნები არ გამოვლენილა, მსოფლიო ავიაცია დანაკარგებს ითვლის. ყველაზე მეტად აღნიშნული პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩინურ და აზიურ ავიაკომპანიებს შეეხო. United Airlines, American Airlines, Air Canada, Cathay Pacific, British Airways, Lufthansa, Finnair არიან მათ შორის, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ უკვე შეწყვიტა რეისები ჩინეთის მიმართულებით.

მსოფლიოში 2019 წელს გადაყვანილ 4 მილიარდამდე მგზავრს შორის 600 მილიონზე მეტი ჩინეთში, ჩინეთიდან და ჩინეთის შიგნით გადაადგილებაზე მოდიოდა. მხოლოდ შანხაის აეროპორტიდან კორონავირუსის გამო ფრენების საშუალოდ 25% გაუქმდა. ამასთან ერთად, პრობლემებს მოელოდებიან Airbus-სა და Boeing-ში, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთები ჩინური ავიაკომპანიები იყვნენ და ჯამში წარმოებული თვითმფრინავების 25%-ის მომხმარებლები.

მეორე მხრივ კი, თუ პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვარდა, ავიაკომპანიები ბილეთებზე ფასების დაწევასაც არ გამორიცხავენ, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, როდესაც ბაზარს დიდი რაოდენობით Boing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავები უნდა ჩაბარდეთ.

მოცემული მდგომარეობით, ტურიზმის ჭრილში ზარალობს საქართველოც. მოგეხსენებათ პირდაპირი ფრენები ჩვენს ქვეყნებს შორის დროებით შეჩერებულია და მართალია წინა წლების მონაცემებით ჩინელ ტურისტებს ჯერ კიდევ არ „დაუპყრიათ“ ქართული ბაზარი და 2019 წელს მხოლოდ 48071 ვიზიტორით შემოიფარგლნენ, თუმცა ისინი მხარჯველების ტოპ 10-ულში მეშვიდე ადგილს იკავებდნენ და ვიზიტზე საშუალოდ 2 253 ლარს ხარჯავდნენ, რამაც შარშან ჯამში 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში არც მეტი არც ნაკლები – გა-7-მაგდა, მოლოდინი ამ ქვეყნიდან საკმაოდ ოპტიმისტური იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ისტორია აქ არ მთავრდება და კორონავირუსი მალე დამარცხდება, მსოფლიო ავიაცია და ქართული ტურიზმი კი მარტივად შეძლებენ ძალების აღდგენას“, – წერს ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები