LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი კიდევ ორ ქვეყანაში გამოვლინდა: საფრანგეთში ფრანგი მამაკაცი გარდაიცვალა

1374
098d233e9edb4438bfd866b4aed561f2-18

საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 38 წლის ბერძენ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. პაციენტი ამჟამად კარანტინშია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაშიც. დაინფიცირებულია 61 წლის მამაკაცი. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით 60 წლის ფრანგი მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ვირუსით, საფრანგეთში სულ ორი ადამიანი გარდაიცვალა. პირველი მსხვერპლი, 80 წლის ჩინელი ტურისტი იყო.
საფრანგეთი ევროპის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალება დაფიქსირდა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია, რის გამოც ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები