LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაია: არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

56
6e3c20bf1220a5df713603a35fcea4d1-XL

“მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი,”-ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნების თარიღი დანიშნა.

„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა ქვეყანაში არჩევნების ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები