LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსი მათთვის, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს – Farmina 1000 ლარიან ვაუჩერს გაჩუქებთ

82
225535717-988317252008937-6393676992955526149-n

Farmina Georgia, შინაური ცხოველების ჰიპერპრემიუმ საკვების იტალიური კომპანის წარმომადგენლობა საქართველოში, კონკურსს აცხადებს. საუბარია შინაური ცხოველების ვიდეო კონკურსზე, სახელწოდებით #ფარმინასაქართველოშია.

როგორც „ფორტუნას“ Farmina Georgia-დან აცნობეს, გამარჯვებულს, ვინც შეძლებს, ყველაზე მეტი ე.წ ლაიქის მოგროვებას, გადაეცემა Farmina-ს 1000 ლარის ღირებულების ვაუჩერი.

„კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 28 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, Facebook-ზე უნდა დაპოსტოთ თქვენი ცხოველის საყვარელი, ან სასაცილო ვიდეო ჰეშთეგით #ფარმინასაქართველოშია, მონიშნოთ კომპანიიის გვერდი Farmina Georgia და გაუგზავნოთ ვიდეოს ბმული Farmina Georgia-ს გვერდს პირად შეტყობინებებში“, – აცხადებენ Farmina Georgia-ში.

გაეცანით კონკურსის წესებს სრულად:

1) კონკურსი გახსნილად ცხადდება 28 ივლისს. ამ თარიღიდან, მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, განათავსონ ვიდეო FB გვერდზე;

2) ვიდეოების ატვირთვის ბოლო ვადაა 15 აგვისტოს 22:00 საათი;

3) ვიდეოს ლაიქები დაითვლება და გამარჯვებული გამოვლინდება 15 აგვისტოს 23:00 საათისთვის არსებული ლაიქების რაოდენობის მიხედვით;

4) მკაცრად იკრძალება fake ლაიქების გამოყენება. მსგავსი საქციელის შემჩნევის შემთხვევაში, მონაწილე გამოეთიშება კონკურსს;

5) აუცილებელია, რომ ვიდეოში ჩანდეს კონკურსში მონაწილის ძაღლი, ან კატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები