2019 წელი მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა კევინ სპეისისთვის, რადგან მსახიობმა არა მხოლოდ 60 წლის იუბილე აღნიშნა, არამედ სექსუალურ ძალადობაშიც იქნა ბრალდებული. მართალია, სპეისიმ ბოდიში მოიხადა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაც აღიარა, მაგრამ კოლეგებმა ნაკლებად გაიზიარეს მისი მონანიება. მეტიც, Netflix-მა მსახიობი სერიალიდან „ბანქოს სახლი“ დაითხოვა და სრულად შეცვალა მეექვსე სეზონის სცენარი,  რიდლი სკოტმა კი, ფილმის „მსოფლიოს მთელი ფული“ სპეისის მონაწილეობით ყველა სცენა თავიდან გადაიღო. არავინ იცის, როგორ წარიმართება მართლაც ნიჭიერი მსახიობის კარიერა, რომელმაც არაერთი საინტერესო ნამუშევარი შესძინა მსოფლიო კინოს.

სერიული მკვლელი ჯონ დოუ – „შვიდი“ (Seven, 1995)

თაღლითი როჯერ კინტი – „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ (The Usual Suspects, 1995)

დეტექტივი ჯეკ ვინსენსი – „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებები“ (L.A. Confidential, 1997)

სარეკლამო აგენტი ლესტერ ბერნემი – „სილამაზე ამერიკულად“ (American Beauty, 1999)

მასწავლებელი იუჯინ სიმონეტი – „გადაუხადე სხვას“ (Pay It Forward, 2000)

უცხოპლანეტელი რობერტ პორტერი – „პლანეტა კა-პექსი“ (K-PAX, 2001)

ტეხასის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი დევიდ გეილი – „დევიდ გეილის ცხოვრება“ (The Life of David Gale, 2002)

კონგრესმენი ფრენკ ანდერვუდი – „ბანქოს სახლი“ (House of Cards, 2013-2018)

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები