LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონდინციონერი „მარშუტკებში“ – ბრძოლა წესების და გამშველებლის გარეშე დაიწყო

465
201806251017452043254894

წელს ზაფხული განსაკუთრებული ცხელი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა მთლიანობაში +1 გრადუსით გაიზრდება. შესაბამისად, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უფრო გართულდება.

განსაკუთრებით, ეს პრობლემა დასაფიქრებელია მაშინ, როცა მერიიდან არ გასცემენ პირობას, რომ მიკროავტობუსებში კონდინციონერების მუშაობას გააკონტროლებენ. 

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება

ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

არც ის, რომ კონდინციონერები პერიოდულად გაფუჭებულია, არც ის, რომ ხალხი თითოეული მგზავრობით შეურაცხყოფილია, მერიისთვის უცნობი არ არის. დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის კომფორტულ საშუალებად გარდაქმნაა, თუმცა როგორც ჩანს, წელსაც მგზავრებს იგივე პირობებში მოუწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ერთი განსხვავებით – გარეთ +1 გრადუსით მეტი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარშუტკებში კიდევ უფრო დაცხება.

 

ერთადერთი დაპირება მხოლოდ ესაა: “ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ, რომ მძღოლებმა ჩართონ კონდინციონერები”

„მიკროავტობუსებში და ყვითელ ავტობუსებშიც არის კონდიცირების პრობლემა. ეს დღეს და გუშინ არ აღმოჩენილა. სწორედ ამიტომ, დაგეგმილია საზოგადოებრივი მიწისზედა ტრანსპორტის მთლიანად ჩანაცვლება – როგორც მიკროავტობუსების  ასევე ავტობუსების. ამის გეგმა არის. ერთ დღეში ამხელა სატრანსპორტო ნაკადის ხმარებიდან ამოღება გამოიწვევს მთლიანად კოლაფსს. 

ღია ფანჯრები და გაფუჭებული კონდინციონერები: მარშუტკების უმეტესობაში გაგრილების სისტემას არ რთავენ

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მოქალაქეებს აცნობა, რომ 1 ივლისიდან სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება ექნებოდათ. ამის უზრუნველსაყოფად კომპანიამ სამარშუტო ტაქსებში კონდინციონერები შეაკეთა. თუმცა, ამ დროისთვის თბილისში მოძრავი მარშუტკების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის. ამის გამო, სამარშუტო ტაქსებში ან მუდმივად სიცხე და უჰაერობაა ან დაპირისპირება მძღოლებსა და მგზავრებს შორის – რა თქმა უნდა, კონდინციონერების ჩართვაზე… […]

ბერკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია მიკროავტობუსებთან მიმართებით, ეს არის სანებართვო პირობები, სადაც უშუალოდ კონდიცირებაზე საუბარი არ არის, რადგან კლიმატკონტროლის სისტემა მიკროავტობუსებს არ გააჩნია – საწარმოო წარმოშობიდან გამომდინარე, თუმცა გასულ წელს მიკროავტობუსების კომპანიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ თითქმის 80%-ზე მთლიანად ჩაანაცვლეს კონდიცირების სისტემა, მაგრამ ეს მძღოლებზეა დამოკიდებული და ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ, რომ მძღოლებმა ჩართონ კონდინციონერები”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გაგრილების სისტემის გამორთვა “მარშუტკებში” მხოლოდ მძღოლების ან კომპანიის პრობლემა არ არის.

“ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც მგზავრების ნაწილი ითხოვს კონდიციონერს, ხოლო მეორე ნაწილი ითხოვს კონდიცირების გამორთვას. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებობდეს კონდიცირების სისტემა, როგორც ეს არის ახალ, ლურჯ და მწვანე ავტობუსებში. ეს უნდა იყოს არა მოსახლეობის და მძღოლის ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, არამედ ტემპერატურა ავტომატურად უნდა რეგულირდებოდეს“, – თქვა ბითაძემ.

თუმცა, სანამ ამ ახალ ეტაპზე გადავალთ, ხალხი ინტერესდება რა ელით მათ.

 

“თუ მგზავრი მოითხოვს, მძღოლი ვალდებულია ჩართოს”

„თბილისის მიკროავტობუსი“ გვაიმედებს, რომ წელსაც ისევე როგორც წინა წლებში, კომპანია კონდინციონერების შეკეთებას უზრუნველყოფს. მგზავრების მოთხოვნის საფუძველზე კი ნებისმიერი მძღოლი ვალდებული იქნება გაგრილების სისტემა ჩართოს “თუ იმ დღეს ან წინა დღეს, მოძრაობისას არ დაუზიანდა ეს სისტემა”.

“ყოველ წელს დაახლოებით 700 ათასი ლარია გამოყოფილი, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემა შეკეთდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან თითოეული მიკროავტობუსი დღეში რამდენიმე ასეულ კილომეტრს გადის. თუ ფუჭდება კონდინციონერი, ტრანსპორტი ბრუნდება ავტოფარეხში, კეთდება და ისევ გადის ხაზზე. თუ სერიოზული დაზიანება აქვს და შეუძლებელია მძღოლმა აღადგინოს, ამას კომპანია აკეთებს.

ჩვენთვისაც, ისევე როგორც ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის კომფორტულად გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველწლიურ სამუშაოებს არ ვარიდებთ თავს. ეს არის მოთხოვნაზე დამოკიდებული მიწოდება, როდესაც ითხოვს მომხმარებელი, მძღოლი უზრუნველყოფს მიწოდებას და ეს თარიღზე არ არის დამოკიდებული.

წელს მოსალოდნელზე ადრე დაცხა და რაღაც პრობლემები შესაძლოა ამით იყოს გამოწვეული”, – აცხადებენ “თბილისის მიკროავტობუსში.”

კომპანიაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 2011 წლიდან, რაც ისინი არიან ბაზარზე, მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა. 

"მარშუტკების" განახლება და ავტობუსების ახალი სისტემა - ტრანსპორტის მიმართულებები სრულად შეიცვლება

პირველად და მეორად ხაზზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო მესამედი ხაზი ანუ მიკროავტობუსები, მოსახლეობას მთავარ ხაზებთან დააკავშირებს.

“უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, ეს კომპანია ოპერირებს 2011 წლიდან და მაშინ დადგენილი მგზავრობის ტარიფი, როცა შეადგენდა 0.80 ლარს, მას შემდეგ სავალუტო რყევების, საწვავზე, საბურავებზე ფასის ზრდის მიუხედავად, კომპანია იზიარებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია, ვზრუნავთ მომხმარებელზე, რომ გადაადგილება მათი ჯიბისთვის იყოს ხელმისაწვდომი”, – განმარტავენ კომპანიაში.

რაც შეეხება მერიის მიერ ტრანსპორტის განახლებას, “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, რომ ისინი სრულად გაიზიარებენ იმ გეგმას, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია დადებს: “მერიის მიერ ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, რომლის საფუძველზეც უკვე მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის განვითარება, კომპანია ამ სტრატეგიაში მითითებული მარშრუტების, მგზავრთნაკადების და მიმართულების მიხედვით, შეიმუშავებს კომპანიის განვითარების გეგმას, რომელიც მთლიანად იქნება მორგებული მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაყვანის სტანდარტებზე, რაც ბუნებრივია რაღაც ცვლილებებთან შესაძლოა იყოს დაკავშირებული”.

რა ცვლილებები იქნება ეს და განახლდება თუ არა მიკროავტობუსები სრულად კომპანიაში ჯერჯერობით არ კონკრეტდებიან, იმის მიუხედავად, რომ მერია ერთადერთ გამოსავლად სწორედ ამ პროცესს ასახელებს.