LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლინ ფარელმა, ნიკოლ კიდმანმა და ემა სთოუნმა ლონდონში ახალი ფილმი წარადგინეს

173

ლონდონის კინოფესტივალმა პირველ ვარსკვლავ სტუმრებს უმასპინძლა: ნიკოლ კიდმანმა, კოლინ ფარელმა და ემა სთოუნმა დრამა „წმინდა ირმის მკვლელობა“ წარმოადგინეს. ფილმმა უკვე მიიღო ოქროს პალმის რტო კანის კინოფესტივალზე, ამჯერად კი ჯილდოების მოპოვებას ლონდონში შეეცდება.

პრემიერისთვის ნიკოლმა „პრადას“ ვერცხლისფერი კაბა შეარჩია, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული. ფილმის პერსონაჟების მსგავსად, მას გვერდიდან არ შორდებოდა ფარელი. ემა სთოუნი კი, რომელიც „ჟივენშის“ კომბინეზონში იყო გამოწყობილი, ფოტოგრაფების წინაშე ცალკე პოზირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები