LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან, ამიტომ რომ გითხრათ, გაბუტულებიდან მხარს რომელს დავუჭერ, ეს არ არის სერიოზული: ხვიჩია

43
იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ, შესაძლოა, პარტიას მერობის კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეს.

მისივე თქმით, პარტიაში ჯერ არ უფიქრიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას, თუ მას ოპოზიცია წარადგენს.

დეპუტატის განცხადებით, ემზადებიან საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის და სურთ, სათანადო წარმომადგენელი, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჰყავდეთ:

“ჯერ ამაზე არ გვიფიქრია, შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენ სამიდან არავინ იყოს. თქვენ იცით, ჩვენ სპეციფიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ისინი ჩვენზე გაბუტულები არიან, ამიტომ ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან მხარს რომელს დავუჭერ, ეს არ არის სერიოზული.

ჩვენ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესი გვაქვა გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ასევე, პირადად მასთან. ეს პროცესი სად მიგვიყვანს არავინ იცის. ახლა მსგავსი ნიშნები არ ჩანს – ჩვენ რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს იმისგან, რასაც მხარდაჭერა და საერთო კანდიდატის წარდგენა ჰქვია, მაგრამ ეს ურთიერთობები სად მივა რამდენიმე თვეში, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენ ამ წუთას უფრო ვემზადებით საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის და გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში, ყველგან გვყავდეს სათანადო წარმომადგენელი.” – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები