LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოკა-კოლამ“ ახალი ენერგეტიკული სასმელი Coca-Cola Energy წარადგინა

367
Cover foto

„კოკა-კოლამ“ კიდევ უფრო განავრცო თავისი პორტფოლიო ახალი ენერგეტიკული სასმელის – Coca-Cola Energy -ს გამოშვებით.  „კოკა-კოლას“ ბრენდის პირველი ენერგეტიკული სასმელის წარდგენა რამდენიმე თვის წინ მოხდა ევროპაში. Coca-Cola Energy -ს გამოშვებას საქართველოში გრანდიოზული პრეზენტაცია მიეძღვნა, რომელიც ინოვაციურ სივრცე – „რესპუბლიკაში“ გაიმართა. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო  – მათ შორის ინფლუენსერები, მედიის, ხელოვნების და კულტურის სფეროს ,    ასევე „კოკა-კოლა კომპანიის“  წარმომადგენლები  და ბიზნესპარტნიორები.

„კოკა-კოლა ენერჯის“ გამოშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა ბატონმა თემურ ჭყონიამ: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“  უკვე 25 წელია სთავაზობს ქართველ მომხარებელს მსოფლიო დონის პროდუქციას. ჩვენი სტრატეგიაა შევთავაზოთ საზოგადოებას გამაგრილებელი სასმელების ფართო ასორტიმენტი, რომელიც მათ განსხვავებულ  მოთხოვნებს და  ცხოვრების სტილს შეესაბამება. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ Coca-Cola Energy -ს – ძალზედ უნიკალურ პროდუქტს – პირველ ენერგეტიკულს სასმელს, რომელიც „კოკა-კოლას“ ბრენდმა გამოუშვა. მოვუწოდებ საქართველოს საზოგადოებას დააგემოვნოს Coca-Cola Energy  და იმედი მაქვს, რომ ის მას შეიყვარებს “.

ბატონმა Yigit Yokush-მა, „კოკა-კოლას“ ბრენდ დირექტორმა თურქეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში განაცხადა: „ Coca-Cola Energy  გახლავთ ერთადერთი  ენერგეტიკული სასმელი „კოკა-კოლას“ შესანიშნავი გემოთი, რომელსაც ხალხი კარგად იცნობს და ასე უყვარს.  „კოკა-კოლა“ მუდმივად  ასოცირდებოდა პოზიტივთან, ოპტიმიზმთან და შესანიშნავ გემოსთან.  Coca-Cola Energy-ს მოაქვს  პოზიტიური ენერგიის ახალი ტალღა – ამ პროდუქტით მომხმარებელი მიიღებს „ენერგიას, რომელსაც ეძებს, გემოს რომელიც უყვარს“ – სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ახალი ბრენდის სლოგანიც“. „კოკა-კოლა კომპანიის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ენერგეტიკული სასმელი ბუნებრივად მიღებული წყაროებიდანაა დამზადებული – შეიცავს გუარანას ექსტრაქტს,  B ვიტამინებს და არ შეიცავს ტაურინს.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი გახლდათ ლეგენდარული სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის პერფორმანსი  -„ტრანსფორმაცია“. ასევე,   ღონისძიების წამყვანის რუსკა მაყაშვილის  შესრულება, რომელმაც ერთმანეთში Coca-Cola Energy და ცეკვა გააერთიანა.

ღონისძიების ფარგლებში შესრულებულ იქნა სპეციალური  Energy Dance  -ახალგაზრდა მოცეკვავეების მონაწილეობით, ჰაშთაგით #SpreadYourPositiveEnergy.  საღამო,   დასამახსოვრებელი იყო ინფლუენსერების, ბლოგერების მონაწილეობით, რომელთაც ასევე სცადეს Coca-Cola Energy ცეკვა. პრეზენტაციის ფინალური ნაწილი ჰიპ-ჰოპის  შემსრულებლის  DJ DRO-ს პერფორმანსით დასრულდა. სტუმრებმა შესანიშნავი საღამო გაატარეს, დააგემოვნეს ახალი პროდუქტი,  იყო ბევრი მუსიკა, ცეკვა,  ლამაზი ინტერიერი, გარემო სავსე Coca-Cola Energy-ს სიმბოლიკით.

ახალი პროდუქტი ბაზარზე ხელმისაწვდომია სექტემბრის თვიდან.  

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები