LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჩი, ლა-პასი, ბონი – 2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი დასახელდა

504
Amount of direction signs with europeans countries names.

ცნობილმა სამოგზაურო პორტალმა Lonely Planet-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები დაასახელა. რეიტინგში მსოფლიოს 10 ქალაქი მოხვდა, რომელთა მიმართაც მიმდინარე წელს ტურისტების ინტერესი განსაკუთრებით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ათეულში მხოლოდ 3 ევროპული ქალაქია: ესენია ზალცბურგი, გოლუეი და ბონი… რაც შეეხება სრულ სიას, ის ასეთია:

ზალცბურგი, ავსტრია – ქალაქი ალპების მთებში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ვაშინგტონი, აშშ – ეს წელი დედაქალაქისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული.

კაირო, ეგვიპტე – უძველესი ცივილიზაცია და პირამიდები ყოველთვის იზიდავს მოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

გოლუეი, ირლანდია – ეს ქალაქი მსოფლიოში აღიარებულია ცოცხალი მუსიკით, ცეკვითა და თეატრით.

ბონი, გერმანია -წელს ბეთჰოვენის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქ უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ლა-პასი, ბოლივია – ქვეყნის ფაქტობრივი დედაქალაქი, გაშენებულია ანდების მთებში, ლა-პასის ხეობაში, ზღვის დონიდან 3660 მეტრ სიმაღლეზე.

კოჩი, ინდოეთი – მთავარი საპორტო ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაპირო ზოლზე, არაბეთის ზღვაზე. მდებარეობს კერალის შტატში.

ვანკუვერი, კანადა -ის 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქად დასახელდა.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – გამოგონებებისა და სიახლეების მოყვარულების ფავორიტი ქალაქი.

დენვერი, აშშ – ის ბოლო დროს აშშ-ის ყველაზე მზარდი ქალაქი გახდა და გასაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.

შეგახსენებთ, Lonely Planet-მა ცოტა ხნის წინ 2020 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებიც დაასახელა. როგორც ვებგვერდი იუწყება, მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია დასახელდენენ. რაც შეეხება საფრთხის შემცველ ქვეყნებს, ესენი არიან: ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში Lonely Planet-მა საქართველოც შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები