LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

609
Mandatory Credit: Photo by John Salangsang/BFA/REX/Shutterstock (5725450cv)
Kobe Bryant
AFI Life Achievement Award: A Tribute to John Williams, Arrivals, Los Angeles, USA - 09 Jun 2016

ლეგენდარული კალათბურთელი, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია საშუალებები ავრცელებენ.

ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის კალაბასას გარეუბანში ჩამოვარდა. ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს. შემთხვევას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები