LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ-ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს – მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება“ – ანა ბუჩუკური

147
Untitled design (5)

„მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი – კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ-ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს – მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა.

 კობახიძე: „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს“

„მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური „ფოლოვერი“ ყოფილა „ტიკ-ტოკზე.“ ვურჩევდი, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, მძიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში და კიდევ უფრო დაუმძიმდება სამწუხაროდ.

რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინიონები რას იტყვიან. მთავარია ის, აპირებს ბრალდებებზე, რაც ისმის ივანიშვილის მხრიდან სამი წელია გახარიას მიმართ, აიღოს ანგარიშვალდებულება და საზოგადოების წინაშე თავად ისაუბროს, თუ აპირებს ისევ დაიმალოს და ამ მინიონებით გააგრძელოს საუბარი. მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი,“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები