LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც სავარაუდოდ, უმრავლესობა ქართველია

71
95e69e66-c4d3-4141-a6a0-c3a883131758_w1200_r1

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით ხსნის. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ქართველია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„გაივსო რუსებით“ – ეს არის სპეკულაცია. აქ არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 50 000 მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი, ქართველი, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. ცხოვრობდნენ 10, 20, 30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში. ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები.

მთლიანობაში, რომ ავიღოთ, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, ეს ელემენტარულად, კომიკურია. გადახედეთ ვითარებას და ეს არის ცარიელი სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები