LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: გადაავლეთ თვალი სააკაშვილს, მელიას, ბოკერიას, გვარამიას, ერთი საერთო ნიშანი აქვთ – პათოლოგიური ადამიანები არიან

65
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ ამომრჩეველი 20-ვე მუნიციპალიტეტში მხარს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს დაუჭერს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხარდაჭერა პათოლოგიის მხარდაჭერას ნიშნავს, რადგან, მისი სიტყვებით, მათ “ერთი საერთო ნიშანი აქვთ – ისინი პათოლოგიური ადამიანები არიან”. კობახიძემ ამის შესახებ დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგები არ სჭირდება:

“რაც შეეხება მეორე ტურებს – რომელი პარტიის ლიდერი რა განცხადებას გააკეთებს მნიშვნელობა არ აქვს. ქართული საზოგადოება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, გამოვა არჩევნებზე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩეველი 20-ვე მუნიციპალიტეტში მხარს ჩვენს მერობის კანდიდატს დაუჭერს.

გადაავლეთ თვალი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს – სააკაშვილი ავიღოთ, მელია ავიღოთ, ბოკერია ავიღოთ, გვარამია ავიღოთ და ა.შ. მათ ერთი საერთო ნიშანი აქვთ, ისინი პათოლოგიური ადამიანები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა ნიშნავს პათოლოგიის მხარდაჭერას ქართულ დემოკრატიაში და ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგები არ სჭირდება.” – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, დისბალანსი ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს ნორმალური მოვლენაა. შესაბამისად, კობახიძის თქმით, ამ საკითხით სპეკულირების საშუალებას აღარავის მისცემენ:

“დისბალანსი ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს არის ნორმალური მოვლენა. დისბალანსის გამოწვევა შეიძლება ძალიან მარტივად – ერთი ბიულეტენის ჯიბეში ჩადებით. შესაბამისად, სპეკულირების საშუალებას ამ დისბალანსებით აღარავის მივცემთ.

გახსოვთ, რომ წინა არჩევნები იყო აბსოლუტურად სუფთა, რაც ყველაფრით დადასტურდა და რაღაც დისბალანსებით ისინი ცდილობდნენ კამპანიის აწევას, ეს იყო გასროლილი ტყვია თავის დროზე, 2020 წელს და ამ ტყვიას ისინი მეორედ ვეღარ გაისვრიან, დისბალანსებით სპეკულირებით ისინი ფონს ვეღარ გავლენ.

როგორც წინა არჩევნები, ეს არჩევნებიც ეუთო/ოდირმა უკვე დადებითად შეაფასა, ჩვენმა პარტნიორებმაც დადებითად შეაფასეს და დანარჩენი სპეკულაციები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები