LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: 2024 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სპექტრიდან უნდა გავაქროთ

668
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქალაქეებმა მოძალადეებსა და მოღალატეებს უარი უთხრეს და მმართველი პარტიის არჩევით მხარი ქვეყნის მდგრად განვითარებას დაუჭირეს.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში უმძიმესად დამარცხდა და ახლა “ენმ” მოშლილია, მისი „კრიმინალი ბელადი“ კი ციხეში სასჯელს დამსახურებულად იხდის.

ეს მოცემულობა კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა, 2024 წლამდე, ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღება მოხდეს“.

„მათ გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და ძალიან მძიმე მარცხი იგემეს: ჩვენ 47%-მა დაგვიჭირა მხარი, რაც ნიშნავს მათთვის უმძიმეს მარცხს.

რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან ბოლომდეა მისაყვანი, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან – ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლივით აორთქლდა, პირველ რიგში თავის თავს ემალება – კობახიძე გახარიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები