LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოალიციამ “ქართული ოცნება” დაამარცხა: ელენე ხოშტარია

38
ელენე ხოშტარია

დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და “ქართული ოცნება” დაამარცხა, – ეს განცხადება პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

ხოშტარიას თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში

“ახლა ჩვენი, ყველას ამოცანა არის, დავიცვათ ხმები, უახლოესი ორი საათის განმავლობაში. წარმომიდგენია, აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა ვიშლებით უბნებში, ვიცავთ ხმებს ყველას უბანზე, მოვუწოდებთ დავიცვათ ხმები და ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა.” – განაცხადა ხოშტარიამ

“ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი. ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს ეშინია ხოლმე კვლევაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები