LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა, სადაც 7 სამედიცინო მუშაკი და 2 პაციენტი დაინფიცირდა, იხურება

199
timi-klinika-780x470

“როგორც კი ყველა გამოვალთ კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, – ამის შესახებ კლინიკა “თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” (TIM) დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკის დახურვის გადაწყვეტილბა მას შემდეგ მიიღო, რაც 9 ადამიანი – 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი “კოვიდ 19”-ით დაინფიცირდა.

კაჭახიძემ ასვე აღნიშნა, რომ კლინიკაში ბოლოს 5 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან ზოგი კარანტინში, ზოგი კი სხვა კლინიკაში გადავა.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე კარანტინშია. მისი თქმით, პაციენტების ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მედპერსონალი გახდა. კლინიკაში ინფექცია ერთ-ერთმა ექთანმა შეიტანა, რომელიც ძმისგან, სასულიერო პირისგან დაინფიცირდა.

ასევე იხილეთ:

ბათუმში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა

 

პოპულალურები