შეკითხვის დასმასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. პატარა ასაკში ბავშვს ბევრი კითხვა აქვს, იმიტომ რომ აინტერესებს, ასე იზრდება. რა იცვლება ზრდასრულობაში? ერთ-ერთი სტერეოტიპის მიხედვით, კითხვის დასმა უცოდინრობას უკავშირდება. ქართულ საზოგადოებაში კითხვის დასმა ნიშნავს, რომ რაღაც არ იცი. ეს შეიძლება გახდეს დაცინვის მიზეზი. არის თუ არა ეს ქართული კომპლექსი და რატომ გაურბიან ადამიანები კითხვის დასმას – “ფორტუნა აკადემიას” ტრენერი ანდრო დგებუაძე ესაუბრა.

კითხვა უნდა დასვას ადამიანმა მაშინ, როდესაც გულწრფელ ინტერესს ვერ აკმაყოფილებს არსებული, იმ მომენტში გააქტიურებული ცნებები. როცა ვერ იგებ – უნდა იკითხო. ოღონდ როცა იკითხავ, მერე უნდა მოუსმინო და შიგნით, რაღაც მდუმარე, ცენტრალურ არსებასთან გადაამოწმო.

ჯერ ერთი, კითხვა უნდა დასვა 2 მიმართულებით შენს შიგნით, და გარეთ. კითხვას ვინც არ სვავს ის ფუნდამენტალისტია და გულუბრყვილო. ვინც კითხვას მხოლოდ სვამსის კრიტიკოსია და ინტრიგანი. ბრძენი კი სვავს კითხვას და შემდეგ უსმენს. უსმენს როგორც თავის თავს, თავის სხეულს, თავის შეგრძნებებს, ასევე უსმენს გარე სამყაროს: ადამიანებს, ხმაურს, ბუნებასბრძენი ბედავს იფიქროს ყოვლად დიდი სისულელე და ამის მერე ის ელოდება პასუხს.

 

გადაცემა ვრცლად

მსგავსი თემები