LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში: ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

99
leqso

„კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში,“ – ამის შესახებ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განაცხადა.

ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა იმის ფონზე, როცა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული არ არის.

თაკალანძის თქმით, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს.

„გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად არ ვიცი.

ვთქვათ, პირველი დაკვირვებით, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო ორგანიზმში, რას ნიშნავს ეს, რომ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს ხომ კომპლექსურად უნდა გახდეს შეფასების საგანი? ასე ზედაპირულად, ცალმხრივად რაღაც საკითხები არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ასე ცალმხრივად ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს.

გამოძიების მონაცემების გახმაურებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მაღალი საჯარო ინტერესით ამართლებენ,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თაკალანძე.

კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას უთვალთვალებდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ „ვერაფერს გამორიცხავს“.

თეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი

მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ,- თქვა წულუკიანმა.

„ასე ზედაპირულად ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხებთან დაკავშირებით, თვალთვალს თავისი საფუძველი აქვს, თუ უკანონოდ, შესაბამისი დადგენილების და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხდება, ეს დანაშაულია“, – აცხადებს თაკალანძე.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის სახლიდან ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და იმ ფორმას, როგორც ეს განხორციელდა.

„ექსპერტიზის ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსით, საპროცესო ნორმით გათვალისწინებული წესი აქვს, რა ფორმითაც ის შეიძლება განხორციელდეს, ჩემთვისაც საეჭვოა, ასე მალე რატომ მოხდა ცხედრის გადასვენება, როცა ოჯახის წვერებმა უთხრეს, რომ ადვოკატი მოდიოდა და ეს პროცედურა მაინც უცებ, ისე, მოხდა, ადვოკატი ვერ დაესწრო.

გამომძიებლის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა, ცხედრის ასე და ამ ფორმით გადაყვანა აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა. ეს ყველაფერი დადგენილების ფორმით უნდა მომხდარიყო, დოკუმენტი უნდა შედგენილიყო და შემდეგ უნდა წაეყვანათ, ჩემთვის უცნობია, რაიმე ფორმით დოკუმენტის არსებობა“, – აცხადებს ადვოკატი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები