კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს.

როგორც აქტივისტი გიორგი თაბაგარი ფეისბუკზე წერს, ანა სუბელიანს ქვა ესროლეს თვალში.

"ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

"ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა – კინოთეატრთან ვითარება დაძაბულია – http://rustavi2.ge/ka/news/146548

Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2019

ამირანში ლევან აკინის გეი დრამის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა მიმდინარეობს. გარეთ ნაციონალისტური ჯგუფები პოლიციას უპირისპირდებიან და შენობაში შესვლას ცდილობენ მის ჩასაშლელად.

დაძაბულია ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” – სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კინოთეატრში შესვლა სცადეს, რა დროსაც გაისმა პიროტექნიკის ხმა. კინოთეატრ “ამირანთან” დაძაბული ვითარების პარალელურად, პანიკა იყო კინოთეატრის ფოიეში.

რაც შეეხება უშუალოდ კინოთეატრში არსებულ ვითარებას, იქაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული.ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპებიც. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიცილეებმა ტერიტორიიდან გაარიდეს.ადგილზე სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან აღჭურვილები.

ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი.პოლიცია მათ სიმშვიდისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით კინოთეატრთან რჩებიან.

მსგავსი თემები