LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

124
112 უკრაინა

კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დადადგენად და დასაკავებლად. მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი – პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები