LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში მამაკაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება და უმისამართოდ ისვრის [ფოტო, ვიდეო]

210
kiev-pic905-895x505-60771

კიევში შეიარაღებული მამაკაცი მეტროპოლიტენის აფეთქებით იმუქრება. როგორც უკრაინული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, უცნობმა მამაკაცმა იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. ამ წუთებში ადგილზე  იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ხიდზე სააავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს უკრაინის დროშა აქვს შემოხვეული, აქვს გრძელი თმა, აცვია სამხედროს ფორმა. ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 35 წლისაა. ინციდენტს ტერაქტის მზადების კვალიფიკაცია მიენიჭა.

ადგილზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია. თვითმხილველების განცხადებით,  შეიარეღებული მამაკაცი მეტროსადგურის ხიდთან თეთრი ფერის ავტომანქანით მივიდა.

https://www.facebook.com/vlad.life/posts/10219723816516118

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები