LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ უფრო ზუსტი პროგნოზი – ყაზბეგში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

402
My-MS-is-Like-a-National-Weather-Forecast-722x406

ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ, გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები