LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები – შსს განცხადებას ავრცელებს

66
unnamed-file-89

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, კინოჩვენებებზე სამართალდამცველები თითოეული ადამიანის უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფენ –  ” გავრცელებული ინფორმაციით 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემრბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე სხვდასხვა კინოთეატრებში დაგეგმილია ფილმის პრემიერა, ასევე საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისგან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. 

დავიცვათ შვილები და აღვასრულოთ კანონი - ფალავანდიშვილი ამბობს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს არ შეუშვებს

,,ჩვენი მძევალი სახელმწიფოა, ექვემდებარება სოდომისტურ მაფიას, კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო"

შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაიწყო შესწავლა, შეიცავს თუ არა “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნებს – “რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს მასში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთვევაში პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება”  – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

“სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ” – ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი მიმართვას ავრცელებს

 

პოპულალურები