LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ვერსია მეტროში მომხდარ დაპირისპირებაზე – რას აცხადებს თვითმხილველი

282
chxubi 2

რუსთაველის მეტროში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებაზე კიდევ ერთი ვერსია ჩნდება. თვითმხილველი აცხადებს, რომ მიზეზი საყურე კი არა, ორი ახალგაზრდის ქმედება გახდა, ისინი მატარებლის კარებს დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

თვითმხილველი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის ყვება, რომ ორმა ახალგაზრდამ მატარებლის ვაგონის კარები დაიჭირა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას დახურვის შესახლებლობას არ აძლევდა, რასაც რამდენიმე მგზავრის გაღიზიანება მოჰყვა. შელაპარაკება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გაფაიზარდა და ჩხუბის დროს ჰყვიროდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომ “ქართველ კაცს საყურე არ უხდება” და ა. შ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკეთა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები