LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ბევრს დაიჭერენ: ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილია?

462
ზაზუკააა

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ბევრს დაიჭერენ.

„სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაჭერები წავა. სამოხელეო ნაწილიც დაწყებულია. ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“, –აცხადებს ზაზა სარალიძემ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს და ვისზეა საუბარი.

სხვა პირების დაკავებაც არ არის გამორიცხული - ნათია მეზვრიშვილი ხორავას საქმეზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განმარტებებს აკეთებს. მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ. თუმცა კითხვაზე; იგეგმება თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავება – შს მინისტრის მოადგილე კომენტარს არ აკეთებს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველები საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად იმოქმედებენ. „გამოძიება გრძელდება ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. როგორც პროკურორმა აღნიშნა ოთხივე მოწმემ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი სამოხელეო დანაშაულზე. საქმეში ნამდვილად იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ვფიქრობ, არც საზოგადოება არ გაჩერდება და მიადევნებს თვალყურს ბოლომდე. ჩვენ გვქვს მოლოდინი იმის, რომ ყველა პირი, ვინც ამ კუთხით გამოიკვეთება დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები