ფესტივალ “შემოდგომის თბილისის” 27-ე სეზონზე, 28 და 29 სექტემბერს, ხატია ბუნიათიშვილი, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსენელის წინაშე წარსდგება. მას მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. მუსიკალური ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქგვერდი კონცერტამდე ქართველი პიანისტის რეპეტიციის ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა
„ბედნიერებაა როცა შენს ქვეყანაში ასე გელიან!"
კონცერტის პროგრამა აგებულია პეტრე ჩაიკოვსკისა და იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებზე. მსოფლიო დონის მუსიკოსი ქართველ მსმენელს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს.