LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ტრანსპორტი ამუშავდება: როგორ მოიქცნენ სხვა ქვეყნებში

221
87840330-3355469174469659-321675037377560576-o

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და მსოფლიოშო ჯერ კიდევ ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, ქვეყნების უმეტესობა ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. შეზღუდვების მოხსნის მნიშვნელოვანი ეტაპი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებაა.

მსოფლიოს მასშტაბით ამ შეზღუდვის მოხსნას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან და ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, კორონავირუსის ხელახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

მსოფლიოში, თითქმის ყველა ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მისი აღდგენის შემდეგ დამცავი ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო გახდა.

დიდ ბრიტანეთში ავტობუსებში მგზავრები შუა და უკანა კარებიდან შედიან, რათა მძღოლები ვირუსისგან მაქსიმალურად იყვენენ დაცულები.

მილანში საზოგადოებრივ ტრანსპორტში იატაკზე სტიკერებია დაკრული, რომლებიც მგზავრებს დგომის ადგილს მიუთითებენ, სოციალური დისტანციის დასაცავად. მეტროში მგზავრთა რაოდენობა ყოველდღიურად შეამცირეს და მხოლოდ 350 000 დაუშვეს.

საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტრამვაებში, მატარებლებსა და ავტობუსებში უნიღბოდ მგზავრების შესვლა აკრძალეს.

ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ინდოეთში. ფოტოზე ასახულია როგორ ატარებენ სადენზიფექციო სამუშაოს მეტროს შესასვლელში.

ჩინეთში კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალური აღჭურვილობა დაამონტაჟეს. მგზავრები, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.

რაც შეეხება საქართველოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთან ხვალიდან, 29 მაისიდან აღდგება. როგორც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მოქალაქეებს მიკროავტობუსებით, ავტობუსებით თუ მეტროთი მგზავრობის დროს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. მათ შორის სავალდებულო ხდება დამცავი ნიღბის ტარება, ასევე აიკრძალება ტრანსპორტში ფეხზე დგომა და კონდინცირება.

ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება.