LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ გამოიდარებს, მერე კი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

338
Rainy-Day-Image-a19f20c3-db2d-48b9-9554-9dfcc639de97

3 დეკემბერს გამოიდარებს, 4-5 დეკემბერს კი ქარს და ნალექიან ამინდს უნდა ველოდოთ – ამის შესახებ “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

“2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს. 4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.  ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები