LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

58
1

“შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პირველ არხს განუცხადა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი – იუსტიციის სამინისტრო ტიკარაძეს მიმართავს

ხუნდაძის თქმით, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად, მიხეილ სარჯველაძე, ასევე სახალხო დამცველი და ექიმები.

მისივე თქმით, როდის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ჯგუფი, დღეს დაზუსტდება:

“შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას. ამ ჯგუფში ჩაერთვება სახალხო დამცველი და იქნება მულტიფუნქციური ექიმთა წარმომადგენლობაც.

ვფიქრობ, რომ ეს იქნება საშუალება იმის, მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შემუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, ასევე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და სპეკულაცია არ იყოს. დღეს დავიწყებთ მუშაობას და კონკრეტულ დღეს დავგეგმავთ, როდის ვესტუმრებით სასჯელაღსრულების სისტემას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ და ამ პროცესის შესწავლა დავიწყოთ.” – თქვა ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები