LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში მოთოვა – მაღალმთიან სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა [ფოტოები]

48369183_2251707441775008_4445842831319236608_o

ხულოს მუნიციპალიტეტში, გუშინ, გვიან ღამით თოვა დაიწყო. თოვლის საფარმა ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.

საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა. თუმცა, შეიქმნა ელექტროენერგიის პრობლემა. ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს – თხილვანას, დიოკნისსა და რიყეთს უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით მოსულმა თოვლმა ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია. ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები