LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში მე-12 კლასელი გარდაცვლილი იპოვეს

144

ხულოში, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ხულოს რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა. ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, მოსწავლის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები