LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

108
610490992178987988805647554327415732568064n-1

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ხულოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა.

დაბა ხულოს #1 უბანზე მისულ ირაკლი ჯორბენაძე, კოლიდორში მოუწია დალოდება, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.

“მე ცვლილებებს მივეცით ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები