LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი უნიჭო ექსპერტია, ილუზია ჰქონდა, რომ მე კი არა ეგ ალაგებდა ყველაფერს – ბიძინა ივანიშვილი

87

ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი, ყველგან ყველაფერი მოიარა, – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასმულ კითხვას.

“ძალიან ცუდად მოიქცა, ჩვენთან და ჩემთან აღარ შემოესვლება მაგას ძალიან დიდი ხანია, სადაც კი შეიძლებოდა ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, “ნაციონალებთან” გაფორმდა მაგის პოზიციიდან გამომდიანრე. არ ვიცი ხელფასს უხდიან არ უხდიან, მაგრამ პოზიციას, რასაც იჭერს, ერთი ერთზე ასხავს “ნაციონალების” წისქვილზე წყალს, მაგრამ მაგისაც არავითარი პრობლემა არ გვაქვს.

მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესებს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია და შევახსენებ ერთს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები იყო წინა, როცა მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მე მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით მიაღწია, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დაუხურე პრინციპში მაგის ანალიზი, თუმცა, ურთიერთობა არ შემიწყვეტია, როცა მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, ბურჯანაძე რა შემთხვევაში გაიმარჯვებს, იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსიები შენთვის დამითმია, მაგაზე დროს არ დავხარჯავ მეთქი, რომ მივისმინო, ასეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი.

ყველა მოიარა და ყველაფერი მოატყავა, თავში ჰქონდა ილუზია, რომ მე კი არ ვალაგებდი, ეგ ალაგებდა ყველაფერს, მოიქცა უღირსად და აღარც შემომიშვია, არც შემოვუშვებ და ეს მისი ბრალეულობა იყო, იმის ნაცვლად, რომ დაელაგებინა და გაესწორებინა, სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია ყველგან იყო,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები