LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუან გუაიდო აშშ-ის არმიას დახმარებისთვის მიმართავს – რა წერია გაგზავნილ წერილში

130
juan-guaido-venezuela-crisis

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ბრიტანული The Guardian იუწყება, აშშ-ის სამხრეთის სარდლობისთვის გუაიდოს წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ წერილში წერია, რომ იმ დროს, როდესაც ვენესუელაში რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა  გრძელდება, ქვეყანაში “დაუპატიჟებელი უცხო ქვეყნის ძალები ვენესუელასა და სხვებს აყენებენ რისკის ქვეშ”.

“ჩვენ მივესალმებით სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვას, რომ შევძლოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობის აღსრულება ვენესუელელთა წინაშე, რათა შევამსუბუქოთ მათი ტანჯვა და აღვადგინოთ ჩვენი დემოკრატია,” – წერს გუაიდოს წარმომადგენელი აშშ-ის სამხრეთ სარდლობისთვის გაგზავნილ წერილში.

მანამდე გუაიდო აქციაზე მომხრეებს დაჰპირდა, რომ მისი წარმომადგენელი შეეცდება პირდაპირი კავშირის დამყარებას სამხრეთის სარდლობასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები