LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირი ჩახუტება ბავშვის გონებრივ განვითარებას განსაზღვრავს

654
519086

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, განვითარების პერიოდში ბავშვთან ფიზიკური კონტაქტი ბევრად საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.

კვლევამ, რომელიც ოჰაიოს შტატის ნაციონალურ ბავშვთა კლინიკაში ჩატარდა, დაადასტურა, რომ რაც უფრო ხშირად ეხვევა მშობელი, მით უფრო სწრაფად ვითარდება ბავშვი გონებრივად. ექსპერიმენტის, რომლის მთავარი მიზანი იმ გავლენის განსაზღვრა იყო, რომელსაც ბავშვი განიცდის ფიზიკური კონტაქტისას, დღენაკლული ჩვილების ჩათვლით  125 ბავშვი მონაწილეობდა.

შედეგების შეჯამების შემდეგ პედიატრებმა დაასკვნეს, რომ დღენაკლული ბავშვები უფრო  პასიურად რეაგირებენ შეხებაზე, ვიდრე ისინი, ვინც ზუსტ ვადებში დაიბადა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მშობელს ან მედპერსონალს მიჯაჭვული პატარას გონება ბევრად სწრაფად და აქტიურად მუშაობს.

კვლევის ინიციატორის, დოქტორ ნატალი მეტრის განცხადებით, სწორედ ფიზიკური შეხება – მოფერება ან ხელში დარწევა განსაზღვრავს ჩვილობის პერიოდში ბავშვის გონებრივ განვითარებას, “კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დღენაკლულ პატარებს სხვებზე მეტად სჭირდებათ მოფერება და მზრუნველობა, რათა ზუსტად იგივე განიცადონ, რასაც მუცლად ყოფნისას გრძნობდნენ და სწრაფად შეძლონ უცხო გარემოსთან ადაპტირება”, – აღნიშნა მეტრმა და ყველა მშობელს ბავშვების ხშირი ჩახუტებისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები