LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან” – კულუმბეგოვი გირჩევთ, ნიღაბი სწორად გამოიყენოთ

158
BeFunky-collage (4)

სატრანსპორტო ღონისძიებები და ჰიგიენის დაცვის ნორმები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ამასთან, კულუმგებოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ.

„ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში.

"რა უსაფრთხოების ზომები, რომელი დისტანცია?კონტროლი? ხალხი ზედ ეჯდა ერთმანეთს,გადაძეძგილია ავტობუსები..."

ხალხო, იმ ფონზე, როდესაც შედეგები ვითომ გვიხარია და ვზეიმობთ ეს რა ვნახე გუშინ?!!!

ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ – ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ ვირუსის მცირე ნაწილს ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადების განვითარების საშუალებას“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, ცხრა კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 757 დადასტურებული შემთხვევაა; გამოჯანმრთელდა 600 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები