LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ არ ვამბობთ, გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობა და გაგრძელდეს გამოძიება – რომან გოცირიძე

55
a90785b

“ხომ არ ვამბობთ, გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში,”– ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება სასამართლო პროცესებში ერევა და ეს ყველამ კარგად იცის“. ამასთან მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდეტს საკუთრი ნებით არ გაუთავისუფლებია.

„ხელისუფლება რომ ერევა სასამართლო პროცესებში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. მით უმეტეს, გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან მარტივია. ევროპის არც ერთ ქვეყანაში, დამნაშავეც რომ ყოფილიყო ამ საქმეში გიორგი რურუა, აღკვეთის ღონისძიებისა სახით წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა, ეს იცის ბავშვმაც კი“,-  განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა “ნაციონალური მოძრაობა”.

136 მომხრე, 5 წინააღმდეგი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები