LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსის 7 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ

2650
xiakin-feniks-movies

ხოაკინ ფენიქსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მრავალმხრივი მსახიობია  ფართო სამსახიობო დიაპაზონით. თავისი კარიერის მანძილზე ფენიქსს შესრულებული აქვს როგორც უიმედო რომანტიკოსების, ასევე შეუბრალებელი ბოროტმოქმედების როლები. „ვოგმა“ გამოაქვეყნა იმ 7 ფილმის სია, რომლებშიც ხოაკინ ფენიქსმა გამოცემის აზრით ყველაზე უკეთ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამორჩეული სახეები შექმნა.

„Gladiator / გლადიატორი“ – 2000

რიდლის სკოტის ისტორიულ დრამაში, რომელშიც  მოქმედება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 180 წელს, რომის იმპერიაში ვითარდება, ფენიქსმა ფსიქიკური პრობლემების მქონე, ბოროტი იმპერატორის, კომოდუსის როლი შეასრულა. კომოდუსმა ძალაუფლება მას შემდეგ მიიღო, რაც საკუთარი მამა, იმპერატორი მარკუს ავრელიუსი მოკილა. „გლადიატორმა“ საერთო ჯამში სხვადასხვა დაჯილდოებებზე 119 ნომინაცია და 49 ჯილდო მიიღო, მათ შორის 5 ოსკარი და 2 ოქროს გლობუსი. კომოდუსის როლმა ფენიქსს ოსკარის ნომინაცია და მსოფლიო აღიარება მოუტანა.

„Hotel Rwanda /  სასტუმრორუანდა“ – 2004 .

 ფილმის მთავარი გმირი პოლი რუანდის დედაქალაქში მდებარე პრესტიჟული სასტუმროს მმართველია. ფილმში მოქმედება 1994 წელს, რუანდის გენოციდის დროს ვითარდება. სასტუმროს თავს რამოდენიმე ასეული ადამიანი აფარებს, პოლი კი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მათ გადასარჩენად. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომლებიც რუანდაში 1994 წლის აპრილიდან დაიწყო. ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა, რომლებიც ეთნიკურად რუანდის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, ამავე წლის ივლისამდე დაახლოებით 1,071,000-მდე ადამიანი დახოცეს, რომელთა უმრავლესობასაც ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები შეადგენდნენ.

“Walk the Line / ზღვარის გადაკვეთა “ – 2005 .

ჯეიმს მანგოლდის ბიოპიკში ფენიქსი ლეგენდარული ქანთრი-მუსიკოსის, ჯონი ქეშის როლს ასრულებს.  ქეშის პირველი წარმატებები, წლები როდესაც ის სიმღერებს ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად, Sun Records- ში წერდა. ხოაკინ ფენიქსს ფილმში პარტნიორობას რიზ უიზერსპუნი უწევს. ჯონი ქეშის როლისათვის მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა, ამჯერად ნომინაცია მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, რიზ უიზერსპუნმა კი ოსკარი მოიპოვა.

„The Master / ოსტატი“ – 2012 .

პოლ თოკმას ანდერსონის დრამა, რომელშიც ფენიქსს პარტნიორობას ფილიპ სეიმურ ჰოფმანი უწევს, ომის ვეტერან ფრედი ქუელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ მშვიდობიან გარემოში დამკვიდრებას ცდილობს. მიუხედავად კომერციული წარუმატებლობისა, „ოსტატმა“ ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო ჯამში ფილმი 70-ზე მეტჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის აღსანიშნავია ვენეციის 69-ე კინოფესტივალი,სადაც ფენიქსი და ფილიპ სეიმურ ჰოფმანი წლის მსახიობებად აღიარეს, პოლ თომას ანდერსონმა კი შესანიშნავი რეჟისორული ნამუშევრისთვის „ვერცხლის ლომი“ დაიმსახურა.

„She / ის“ – 2013 .

სპაიკ ჯონსის ფანტასტიკურ მელოდრამაში მოქმედება ახლო მომავალში ვი|თარდება, სადაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს პერსონიფიცირებული ოპერაციული სისტემით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს. მთავარი გმირი სამუელი უშვებს პროგრამას, სახელად „სამანტა“ და გაოცებულია იმით, თუ როგორ იცვლება მისი მარტოსული ცხოვრება. ფილმმა „ის“ 2013 წელს საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის „ოსკარი“ დაიმსახურა.

„Don’t Worry, He Won’t Get Far on Foot / ნუ ღელავ, ის ფეხით შორს ვერ წავა“ – 2018 .

კომედიურ-ბიოგრაფიული დრამა ახალგაზრდა, ალკოჰოლზე დამოკიდებული მუსიკოსის, ჯონ კალაჰანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, როემლიც ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ჯონს ძალიან ეხმარება თავისი მეგობარუი გოგონა ანა (რუნი მარა), რომელიც ცდილობს მას ცხოვრების ინტერესი დაუბრუნოს.

“ The Joker / ჯოკერი“ – 2019 .

წელს ტოდ ფილიპსის დრამაში ხოაკინ ფენიქსმა DC Comics – ის ყველაზე პოპულარული ვილენის, ჯოკერის როლი მოირგო, რომელიც სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა.ფილმის რეჟისორის განცხადებით, არტურ ფლეკი არ ჰგავს არცერთ ჯოკერს, რომელიც აქამდე მაყურებელს უნახავს. ეს არის ისტორია აუტსაიდერზე, რომელიც ხდება დამნაშავე, რადგან სამყაროში ვერ პოულობს ემპათიას და სიყვარულს.

როლისათვის ხოაკინმა არა მხოლოდ 24 კგ დაიკლო, არამედ ნახევარ წელზე მეტხანს მუშაობდა ჯოკერის საფირმო სიცილის დახვეწაზე. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, რომელიც „ჯოკერმა“ მთავარი პრიზით, ოქროს ლომით ხელდამშვენებულმა დატოვა.

„ჯოკერის“ განსახიერებისათვის ფენიქსს ოსკარის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები