LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს” – სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა [ვიდეო]

186
afgiuewf

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს,” – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მან საკუთარი არჩევანი ზუგდიდის 82 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

სანდრა რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და მას საზოგადოება მხარს დაუჭერს.

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი  პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა [ვიდეო]

დამკვირვებლების ნაწილი უბანზე ხმის მიცემის შეწყვეტას ითხოვს

ეს სწორედ ის უბანია, სადაც  ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

ერთმანეთს სიტყვიერად კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები