LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხილი, რომლის მირთმევასაც დიეტოლოგები წონის დასაკლებად გვირჩევენ

653

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ფლავონოიდების ანუ თეთრი ხილის  რეგულარული მიღება წონის კლებაში გვეხმარება. კვლევის პროცესში მსოფლიოს საუკეთესო დიეტოლოგები ამერიკაში მცხოვრებ 124 086 ქალსა და მამაკაცს აკვირდებოდნენ . გაირკვა, რომ ხილის დამატებითი პორცია ხელს უწყობს წონის კლებას და მის შენარჩუნებას. საერთო ჯამში ის ადამიანები, ვინც ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებდა ხილს, წონაში არ იმატებდნენ.

ეს არაა პირველი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფლავონოიდები უდიდეს როლს ასრულებს ჭარბ წონასთნ ბრძოლის საქმეში. აქამდე ჩატარებული ყველა კვლევა ეფუძნებოდა მწვანე ჩაის ექსპერიმენტს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ფლავონოიდები. ამდენად დიეტოლოგები ურჩევენ წონის პრობლემების მქონე ადამიანებს, რაც შეიძლება მეტი ხილი მიირთვან. უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, დიეტოლოგები მთავარ აქცენს ქლიავსა და მარწყვზე აკეთებენ. ასევე მათი აზრით, წონის კლებაში ვაშლი, ფორთოხალი და მსხალიც დაგვეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები