LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე: უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია

296
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებისგან გათავისუფლება მიაჩნია როგორც მისი ფიზიკურად გადარჩენის, ასევე ქვეყნის გადარჩენის გზად. ამის შესახებ ხერხეულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითებზე წერს, მათ შორის – გავრცელებულ მოსაზრებაზე, ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნებაზე, რეაბილიტაციის გზებსა და სასამართლო პროცეზებზე დასწრების შესაძლებლობაზე.

როგორც ეკა ხერხეულიძე აცხადებს, ასეთი თავგანწირვის ფონზე, სააკაშვილისთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა ჰგონია:

“მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თუკი რამ შეიძლება შეფასდეს გაუმჯობესებად, ეს არის პირობები, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პირობების გაუმჯობესებაც შედარებითია – გლდანში დაორგანიზებული ფსიქოლოგიური შტურმი ჰოსპიტალში შეწყდა, თორემ პატიმრობის პირობები უცვლელია. არავინ იცის რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას და რაც მთავარია, არავინ იცის, როგორ უნდა იმართოს ეს სირთულეებით სავსე პროცესი. აქვე გაჩნდა მოსაზრება, რომ უმჯობესია, მიშა საქართველოდან გავიდეს და ეს მიაჩნიათ მიშას გადარჩენის გამოსავლად.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეს აზრი შესაძლოა რაციონალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სამართლებრივ ასპექტში სრულად დამაზიანებლად მიმაჩნია, უპირველესად მიშასთვის.

გვავიწყდება, რომ მიშას არც სამკურნალო ჩივილები ჰქონდა და არც იმისთვის გაურისკავს სამშობლოში დაბრუნება საკუთარი სიცოცხლით, რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა. მისი ამოცანა უპერსპექტივობაში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენა იყო და არის. ამიტომ, ვინც მას თავის წარმოდგენაში უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს ყველა შესაძლო გზას მისი ტყვეობიდან დახსნისთვის, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ ასეთები საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე მიშასთვის.

უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო? ვინმე ზღუდავდა მის უფლებებს იქ?

არ ვიცი, არ მომისმენია დასაბუთებული არგუმენტები, რატომ არის ეს აზრი უპირატესი არსებულ პოზიციებს შორის, მაგრამ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იმუშავებს და სამკურნალოდ საქართველოდან გაყვანა დღის სინათლეს ნახავს, ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის უფლება შეზღუდული აღარ უნდა ჰქონდეს.

ჩვენ ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ, მაგრამ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა, გადაწყვეტილება მაინც მიშას მისაღებია. მთავარია, ის ფიზიკურად გადარჩეს, რაც ბევრს ეს ფაქტორი დასრულებულად მიაჩნია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია.

მიშას ბრალდებებისგან გათავისუფლება მიმაჩნია მისი ფიზიკურად გადარჩენის გზად და ამ ქვეყნის გადარჩენის გზადაც.

სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობისგან ეს ქვეყანა ძალიან შორსაა. ივანიშვილის რეჟიმს ისედაც დაუსწრებლად აქვს უსამართლო განაჩენი გამოტანილი. ამიტომ, ის მოთხოვნაც, რომელიც ასე აქტუალურია დღეს – “მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება”, სამართლის ძიების გზა კი არაა, არამედ, ჩვენთან, ხალხთან კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობაა, მცდელობაა, მოიპოვოს ტრიბუნა, ისევ ჩვენი გამოფხიზლებისთვის. ეს კარგად იცის ივანიშვილმა და ამიტომ არ მიჰყავთ ის სასამართლოზე, თორემ სამართლებრივად მართლა სადაო რომ ჰქონდეთ რამე, ჩვენი თხოვნის გარეშე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პროცესები”, – წერს ხერხეულიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები