LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ახალშობილის მკვლელობისთვის 20 წლის დედა გაასამართლეს

484
4-890x395-c

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლზე.  ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20 წლის გოგოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას.

საუბარია 2018 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე. გამოძიების ვერსიით, გოგომ სახლში იმშობიარა. როგორც განაჩენშია აღნიშნული, საძინებელ ოთახში მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი.

პოპულალურები